ირანში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, და ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები, ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში გამოვლინდა.
იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება საფრანგეთს, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ყველა დაავადებული პაციენტი განკურნებულია, ქვეყანაში ვირუსის საფრთხე აღარ არის.
ჩინეთში კი, უკვე 2663 ადამიანი დაიღუპა, 77 58 დაინფიცირებულია, მათგან 9126 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 27 ათასზე მეტი პაციენტი კლინიკებიდან გაწერეს.