ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაავადებულია 77658 პირი
ჩინეთში კორონავირუს COVID-19-ს 2663 ადამიანი ემსხვერპლა, 77 58 დაინფიცირებულია, მათგან 9126 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 27 ათასზე მეტი პაციენტი კლინიკებიდან გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
87, 9 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან.
რაც შეეხება ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ შექმნილ მდგომარეობას, კომიტეტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან განკურნებულთა რიცხვი უკვე მე-13 დღეა, ათას ადამიანს აჭარბებს.
ხუბეის პროვინციაში კი, გასულ დღე-ღამეში 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.