“ჩვენი იუნკერების სულშია ჩვენი ძალა, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც საქართველოს აქვს”

ჩვენი იუნკერების სულშია ჩვენი ძალა, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც საქართველოს აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერების მემორიალთან განაცხადა.

“ჩვენი ქვეყნის ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში. ჩვენი იუნკერების სულშია ჩვენი ძალა, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, მათ სიმამაცეს, თავგანწირვას”,- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები