მცხეთა-მთიანეთის 450-მდე სოფელში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები განხორციელდება

“სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები განხორციელდება

2020 წელს, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 450-მდე სოფელში დაფინანსდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების სისტემებს. გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა ხიდები, ხიდ-ბოგირები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. დამონტაჟდება გარე განათებები. კეთილმოეწყობა სკვერები და სპორტული მოედნები. მოეწყობა მცირე ჰესები და მოსახლეობისთვის სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდება.

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები