სოფელ დიმში N2-ე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის N2-ე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ” ბა-ნი” აწარმოებს. პროექტის ღირებულება 562000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძესთან და სოფელ დიმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გია სახამბერიძესთან ერთად გაეცნო.

სოფელ დიმის N2-ე ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 50-მდე ბავშვს მიიღებს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები