ქვედა საზანოს სპორტულ დარბაზს საჭიდაო ხალიჩა გადაეცა
ზესტაფონში, ქვედა საზანოს სპორტულ დარბაზს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჭიდაო ხალიჩა გადასცა.
ძიუდოს ტატამი სოფელ საზანოს სპორტულ დარბაზს, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად მიუტანა. ღონისძიებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი ესწრებოდა. სტუმრებმა ახალგაზრდა სპორტსმენები, სამინისტროს მიერ გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრეს.
ქვედა საზანოს საჭიდაო დარბაზი, 2 წლის წინ აშენდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობის გადაწყვეტილება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ჭიდაობის, როგორც სახეობის განვითარებისთვის მიიღო, რათა ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სოფელშივე შეძლონ ვარჯიში.
საჭიდაო დარბაზში სტუმრობისას, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად, სოფელში ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის საკითხიც განიხილეს.