ცხინვალში “ქართული წარმოების” მედიკამენტებთან “ბრძოლა” გრძელდება, 44 წლის ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
ცხინვალში, აფთიაქებიდან თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მედიკამენტების ამოღება გრძელდება.
როგორც ე.წ. შსს-ში განაცხადეს, ამოღებულია სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც უკანონო რეალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. ცხინვალის მკვიდრის, 44 წლის მეწარმე ქალის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის აღიძრა ე.წ. საქმე.
ანალოგიური ღონისძიება 17 თებერვალს ჩატარდა. “ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლის” ფარგლებში, აფთიაქებს ქართული წარმოების მედიკამენტები ჩამოართვეს.
ამოღებული იქნა „ვოლტარენი“, „ფლუქოლდ ნ“, „კრესტორი“, გემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“ და სხვა მედიკამენტები.
სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება „მთავრობის დადგენილების შესაბამისად ტარდება, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.