არჩილ თალაკვაძე: რომელიღაც გაზაფხულზე, სამთავრობო ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე ერთი კვირაა დარჩენილი

უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა, იქნება,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.

“გაზაფხული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში. უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები