ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ეკო კლუბი “მწვანე მებრძოლები” შეიქმნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ეკო კლუბი „მწვანე მებრძოლები” შეიქმნა. კლუბის მიზანი ეკო საგანმანათლებლო აქტივობების გზით, აფენის თემში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ხელის შეწყობაა.
კლუბის მონაწილეებს ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი შეხვდა და „მწვანე მებრძოლების” ლოგოტიპით გაფორმებული მაისურები გადასცა. ეკოაქტივისტებმა პარლამენტის წევრს საკუთარი იდეების, პროექტების და გარემოსდაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თავის მხრივ, გურამ მაჭარაშვილი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პროცესში დახმარებას დაჰპირდა.
„ახალგაზრდების გაძლიერება და გარემოს დაცვა ჩვენთვის კვლავინდებურად რჩება პრიორიტეტულ თემებად. გასულ, 2019 წელს 50-მდე ახალგაზრდული პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებში ლაგოდეხელ და ყვარლელ მოზარდებს საშუალება მივეცით დასწრებოდნენ საინტერესო ტრენინგებსა და სემინარებს. გვსურს, 2020 წელი მათი ინიციატივების და დამოუკიდებლად განხორციელებული აქტივობების პერიოდიიყოს, რომელშიც რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ეკო კლუბის წარმომადგენლები გარემოსდაცვით სხვა აქტივობებთან ერთად გეგმავენ ნომერ პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გართობისა და დასვენების პარკი მოაწყონ.
დეპუტატის ხელშეწყობით ,,მწვანე მებრძოლები” საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მათ გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.