სოფელ ფუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფუთშიქათამაძეების უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 200 – ზე მეტი ადამიანი შეძლებს. ადგილობრივი მოსახლეობა, აღდგენილი გზის საშუალებით უპრობლემოდ შეძლებს, როგორც სოფლის ცენტრალურ ნაწილთან, ასევე ქალაქთან დაკავშირებას.

მიმდინარე სამუშაოებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე  და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია  2300 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა. გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო.  საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 376744 ლარი დაიხარჯა. გზის აღდგენის  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 2020 წელს რეაბილიტირებული გზების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, დღეს, ფუთში დავათვალიერეთ დასრულებული გზის მონაკვეთი. ეს პროექტი თავისი მასშტაბებით გამორჩეულია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები