ვახტანგ გომელაური: მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ
ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, ხელისუფლების ერთ წელში დამხობასთან დაკავშირებით, გომელაურის თქმით, „ეს არასერიოზულია“.
„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ. მე არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, – განაცხადა გომელაურმა.