ლაგოდეხში შრომის თემის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალი ბაღით ისარგებლებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, მერის წარმომადგენელთან და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. საბავშო ბაღის შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშო ბაღის ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდება ატრაქციონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შრომის თემში მცხოვრები პატარა აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ახალ ბაღში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

საბავშო ბაღი 4 ჯგუფის 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 837 777 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები