ჩინეთის ციხეში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

ჩინეთში „ჟენჩენის“ ციხეში კორონავირუსის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 200 პატიმარია, 7 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის წევრია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე შემოწმება 2 077 ადამიანმა გაიარა.

ყველა ინფიცირებული იზოლირებულია და მკურნალობას გადიან.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ციხეში ვირუსი ერთ-ერთი დაავადებული ოფიცრისგან გავრცელდა.

12 თებერვალს ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. მეორე დღეს ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ციხის კიდევ ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები