21 თებერვალი
11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიმართლის გზა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს.
კვლევა ეხება მოქალაქეების შეხედულებებს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24
12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება. ოპოზიციის განცხადებები საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.
დავით კეზერაშვილისა და ნანა კაკაბაძის სასამართლო დავა, კეზერაშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება – კაკაბაძე სააპელაცო სასამართლოს მიმართავს.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24
14:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი მერაბ ლომინაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქცია.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
15:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ახალგაზრდული ფორუმი – ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის’’ გაიმართება.
მის: ქ. ბათუმი ,რუსთაველის გამზ. N 40 ( სასტუმრო ჰილტონი )