სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძე და ექიმ ვაჟა გადრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

აძვის საჯარო სკოლის მე 9 კლასის მოსწავლეს ლია ვარდანაშვილს „ გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიაც დაენიშნა , რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დააფინანსებს.

“ჩავედით ისე, რომ არაფერი იცოდა. სასკოლო ოთახის კარი შევაღეთ, პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და გურული დღიურების ფონდის სტიპენდიაც დავუნიშნეთ. ამბავის არაზღაპრული მხარეც რაღაც აზრით ზღაპრულია – შესანიშნავი ჟურნალისტი გოგა აფციაური გვეხმარებოდა ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტიპენდიატის შერჩევაში. მან სოფელი აძვი შეარჩია, გორის რესურსცენტრის და სკოლის დირექციის დახმარებით კი, მოსწავლეც გამოვარჩიეთ – მეცხრეკლასელი ლია ვარდანაშვილი. ლიას სტიპენდიის დაფინანსება კი ჩვენი ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა. დღეს, სოფელ აძვში ირინა გაფრინდაშვილი გვახლდა. ეკვილიბრიუმმა ლიას პირადი ბიბლიოთეკა მოუწყო. ცხოვრება სხვისი სიხარულის განცდისთვისაც ღირს“,-  განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები