დავით ჩიხელიძე: ვანო გახლავთ პოლიტიკურად გაკოტრებული მორიგი ადამიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკრად გაკოტრებული მორიგი ადამიანია.

“დღეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, როგორც ჩანს, ეგონა, რომ “ნაცებმა” ჩასვეს ციხეში და ამიტომ თქვა 9 წელი და 6 თვე ვიყავიო (რეალურად 6 წელი და 9 თვე იყო ), რადგან კარგად იცის, რომ “ნაცების” დროს იმ დანაშაულებების გამო, რაც მან ჩაიდინა, 6 წელში არ გაათავისუფლებდნენ.

ვანო მერაბიშვილის განცხადებები არასდროს გამოირჩეოდა ღრმა ანალიზით, დღევანდელი ფრაზაც იყო, ე.წ. განცხადება განცხადებისთვის, რაღაც ხომ უნდა ეთქვა? თქვა ერთი სისულელე (9 წელი ვიჯექიო), დაუმატა მეორე სისულელე (ერთ წელში ხელისუფლებას დავამხობო) ღმერთი სამობით არის და ვანოსგან დღის ბოლომდე მესამე სისულელეს ველოდები.

ადამიანს შეუძლია ციხეში გატარებული დრო მინიმუმ ფიქრისთვის გამოიყენოს და წარსული შეცდომები გაანალიზოს, შეინანოს, შეიცვალოს. ვანო კი, როგორც ვნახეთ არ შეცვლილა. კვლავ ამბოხი, დამხობა და ორი გვამი ენატრება….. ვანო გახლავთ, მორიგი, პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის რესურსი არ აქვს.

ვანო მერაბიშვილი გმირი არ არის, მაგრამ ის ნამდვილად გახლავთ ნაციონალური მოძრაობის შარლ სანსონი! (საფრანგეთში ცნობილი ჯალათი),”- ამბობს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები