საჩხერეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩიხის, სხვიტორის, სარეკისა და ბაჯითის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით ხორციელდება.

მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა: სოფელი დუნთაში მოეწყობა სასმელი წყლის სისტემა, რომლისთვის  10 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელ სხვიტორის უბნებში სანიაღვრე სისტემები მოეწყობა, რომლის ბიუჯეტი 16 000 ლარია, ხოლო 16 ათასი ლარი დაიხარჯება, სოფელ ბაჯითიში ყაველაშვილი-ბუზალაძეების საუბნო გზაზე რკინაბეტონის საფარის მოსაწყობად.

სკვერისა და მინიმოედნის კეთილმოწყობა გაგრძელდება სოფელ სარეკში, ასევე, ლაბაძეების უბანში გადაიხურება სანიაღვრე არხი, აღნიშნული სამუშაოებისათვის გამოყოფილია 20 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები