ვანო მაჭავარიანი: აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია – ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკანონმდებლო ცვლილებებისა რასაც ფინანსთა სამინისტრო აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ამზადებს.

როგორც მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მაჭავარიანის განმარტებით,მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდება. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების იმ ოქროს შუალედის პოვნა, რითაც მიიღწევა დასახული მიზნები და თავიდან იქნება აცილებული ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალის ზრდა.
მაჭავარიანს იმედი აქვს,რომ რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება ახლო მომავალში მოხერხდება და ეს ყველაფერი კანონმდებლობაშიც აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები