მამუკა ხაზარაძე: ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში რევანში და ხელისუფლების დამხობის გზით შეცვლა უნდა დამთავრდეს

პირადად ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში რევანში და ხელისუფლების დამხობის გზით, შეცვლა უნდა დასრულდეს, – ასე შეაფასა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების დამხობის შესახებ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

ხაზარაძის თქმითვე, მასთან თანამშრომლობა არ იგეგმება.

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სასჯელს მოიხდის მივესალმები გათავისუფლებას. რაც შეეხება განცხადებას, პირადად ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, ხელისუფლების დამხობის გზით, რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად არც რაიმე შეხვედრა იყო და არც იგეგმება”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები