მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ, მერაბიშვილის გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით
მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერისა და ექს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით ამაყია.
“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”,- წერს სააკაშვილი.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.