დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა სურამში , გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსებდა და სამუშაოების საერთო ღირებულება, ჯამში 491811 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გზის მოსწორებისა და წყალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სატრანსპორტო გადაადგილებისთვის , ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.