20 თებერვალს, თბილისში, ოლიმპიური სოფლის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 20 თებერვლის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე თბილისში, კერძოდ, ოლიმპიური დასახლების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ “კვირას” “სოკარ ჯორჯია გაზიდან” აცნობეს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 თებერვლის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები