კურტ ვოლკერი: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რუსეთთან სხვა რიტორიკა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიები დათმო, ან რუსული აგრესია დაივიწყა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მის მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას მძიმედ აღიქვამდა, ვფიქრობ, აღნიშნული გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ერთ-ერთი მიზეზი.

ამის შესახებ უკრაინის საკითხთა აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა, „ევროპეისკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები დონბასში ომის დაწყებაში, ექს-პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადანაშაულებენ? ვოლკერი ამბობს: „არამგონია, ზელენსკის, შეიძლება, ჰქონდეს ილუზია, რომ სწორედ რუსეთია აგრესორი და ის ესხმის უკრაინას“.

„სხვა საკითხია, როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგო. როგორ შეიძლება აგრესიის შედეგების მინიმიზირება და დინამიკის შეცვლა. როგორი ტაქტიკა, როგორი სიტყვებია შესარჩევი. როგორც იცით, საქართველოსთან დაკავშირებული გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, სააკაშვილმა საკუთარ ქვეყანას ბევრი კარგი გაუკეთა, ბევრი რეფორმა გაატარა, აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობა ეფექტურად დაალაგა. თუმცა, პუტინი, ძალიან ნერვულად აღიქვამდა იმ რიტორიკას, რომელიც სააკაშვილს მის მიმართ ჰქონდა – არა მარტო ნერვულად, აგრესიულადაც. ვფიქრობ, ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმის, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, რამაც საბოლოოდ რუსეთ-საქართველოს ნებისმიერი ურთიერთობა შეუძლებელი გახადა. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რუსეთთან ურთიერთობაში სხვა რიტორიკა აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიები დათმო, ან რუსული აგრესია დაივიწყა“, – აღნიშნა ვოლკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები