„თალიბანი“ და აშშ თვის ბოლოს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს

ავღანეთში მოქმედი დაჯგუფება „თალიბანი“ და აშშ თვის ბოლოს, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ.

როგორც „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მულა აბდულ სალამ ჰანაფიმ განაცხადა, „მხარეები სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტზე შეჯერდნენ“.

მისი თქმით, „მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერა მას შემდეგ დაგაწყვიტეს, რაც ხელმოწერამდე ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. ხელმოწერა თვის ბოლოს შედგება“.

მანამდე, 14 თებერვალს, შესაბამისი შინაარსის განცხადება, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა გააკეთა.

შეთანხმება ავღანეთში 18 წლიან ომს დაასრულებს.

დაჯგუფებასთან მოლაპარაკება 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჰანაფის თქმით, ხელმოწერის ცერემონიაზე ავღანეთის ყველა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრები, ევროკავშირისა და ისლამური სახელმწიფოების წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული.

დოკუმენტის ხელმოწერიდან, აშშ-ის და ავღანეთის მთავრობა პატიმრობიდან 5 ათასზე მეტ “თალიბანის” წევრს გაათავისუფლებს, ანალოგიურად დაჯგუფებაც მოიქცევა და ათასამდე დაკავებულს გაუშვებს.

მარკ ესპერის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის რაოდენობა 13 ათასიდან 8600 ჯარისკაცამდე შემცირდება, „თალიბანი“ კი, ქვეყანაში ძალადობას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები