უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
უხანში „უჩანის“საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ლიუ ჩჟიმინი, კორონავირუსს COVID-19-ს ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა.
ჩინეთში კორონავირუსით 1716 ექიმია დაავადებული, 6 მედიკოსი ვირუსს ემსხვერპლა.
მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან მუშაობენ, ქვეყანაში „თეთრ სამოსში გამოწყობილ ანგელოზებად“, ან „თეთრხალათიან მებრძოლებად“ მოიხსენიებენ.
გარდა ამისა, მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი იმ ექიმის ვინაობა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა განაცხადა და გასულ კვირას დაავადებას ემსხვერპლა.
ექიმი ლი ვენლიანი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.