დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პოლონელ კოლეგას, იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ პოლონეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას და მაღალი დონის ინტენსიურ კომუნიკაციას საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და ამ მხრივ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ასევე პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატებს და გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ამ ფორმატების გაღრმავებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებებზე.
გამოითქვა შეშფოთება ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო და ხაზი გაესვა ამ კონტექსტში როგორც პოლონეთის,ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას. აღინიშნა, რომ პოლონეთი ასევე აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პრიორიტეტებზე ევროპის საბჭოში და თავმჯდომარეობის ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები