ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომი 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ადგილზე გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახრურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ამ წუთებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული ორი მცირეწლოვანი და ერთი კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამედიცინო ცენტრში გადაყავს.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.