პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი პირველად მონაწილეობს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “holidey World” მიმდინარეობს.
აღნიშნულ გამოფენა-ბაზრობაზე, სადაც 75 ქვეყანაა წარმოდგენილი, წელს პირველად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილებაც მონაწილეობს.
გამოფენა-ბაზრობა “holidey World”-ზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი. უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვთ ბაღდათის საოჯახო მარნების ღვინოებს, ხანის ქვევრის ყველს და სულგუნს, თაფლს, ჩურჩხელას და ჩირს გაეცნონ.
პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი მინერალურნმა წყლებმა დაიმსახურეს, როგორიცაა “საირმე” და “ზეკარი”.
“holidey World” -ში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ტურისტული კომპანია “Road Georgia’s” დირექტორი ალექსანდრე გიორგიძე, ტურ -ოპერატორი ნუგზარ მშვილდაძე, ტურისტულ კემპინგ “ქვასაყდარა”-ს მფლობელი არჩილ გუმბერიძე, მეტალ-არტისტი ზაზა წულუკიძე არიან წარმოდგენილი.
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “holidey World” 13 თებერვალს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.
აღნიშნულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობის მიზანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ნაწარმის უცხოურ ბაზარზე გატანა და რეალიზაციაა.
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა “holidey World”-ში ბაღდათის დელეგაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, DMO იმერეთის მხარდაჭერით და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები