” გასულ წელს მცხეთა-მთიანეთში სამედიცინო იფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”

დუშეთის სასწრაფოს შენობა

მცხეთა-მთიანეთში, 2019 წელს, სამედიცინო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გასულ წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, აშენდა ამბულატორიები სოფელ შუაფხოში, სოფელ ახიელსა და სოფელ გალავანში.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიების შენობებს სოფლებში – შატილი, ბარისახო, გრემისხევი, ქვეშეთი, მჭადიჯვარი, ბაზალეთი, სნო, სიონი, გორისციხე, წილკანი, ნიჩბისი და ნაქალაქარი.
ასევე, აშენდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები დაბა თიანეთში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა ფასანაურსა და ქალაქ დუშეთში.
ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა, პროექტების ჯამური ღირებულება კი 1.5 მილიონ ლარს აღემატება.

თიანეთის სასწრაფოს შენობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები