მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობას” აშინებს სიმართლე და “ქართული ოცნების” ლობისტებიც ამ კონტექსტში აშინებთ

“ნაცმოძრაობა”, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას, რომ მათ უნდა ჰყავდეთ ლობისტები და “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ სიმართლე არავის ყურამდე არ მივიდეს, არ უნდა ჰყავდეს ლობისტი. მათ აშინებთ სიმართლე და “ქართული ოცნების” “ლობიზმიც” ამ კონტექსტში აშინებთ და ამიტომ ჩავარდნენ პანიკაში, უკვე მეორედ, ორი დღის განმავლობაში”,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტები უზრუნველყოფენ, რომ სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე, ეს მოცემულობა კი ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო კამპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ატარებს, არ აწყობს.

„მათ ასეთი მოცემულობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის გარეთ გატანის, სიმართლის საზოგადოებამდე მიტანის. ისინი საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ საარჩევნო კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები სიმართლის და ფაქტების მეშვეობით, ხელს შეუშლიან, ეს მათთვის პანიკის საფუძველია, ისევე, როგორც პანიკის საფუძველი გახდა გუშინ, ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყვანა და არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები