ზუგდიდი-თბილისის ხაზზე, მოკლე ჩართვის გამო, მატარებელი გაჩერდა – არცერთი მგზავრი არ დაშავებულა
ზუგდიდი-თბილისის ხაზზე, სადგურ აბაშაში, მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვის გამო სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი დაკვამლიანდა, რის გამოც მატარებელი გაჩერდა.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით განხორციელდა. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.
“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს იხდის შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება.