არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას შევხვდებით არჩევნებში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული თემა საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას ვერ შეცვლის.

“დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას. თავისთავად საყურადღებოა, ჩვენ მეგობართან და პარტნიორთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას შევხვდებით არჩევნებში. მოსალოდნელი იყო რომ არჩევნების წელი იქნებოდა დაძაბული. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ევროპის სახალხო პარტია 2012 წელსაც და მანამდეც ენმ-ის მოკავშირე იყო და 2012 წელსაც და შემდეგაც გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ.” ეს, პოლიტიკური პროცესია. ევროპარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და პოლიტიკური განსხვავებები იქაც არის, ეს ნორმალურია. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ჩვენ ვენდობით ჩვენ საზოგადოებას და მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები