2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.8%-ით მეტია.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ოდენობამ 7.7 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3%-ით მეტია.

2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 6.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მლნ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1%- ს შეადგენს და წარმოადგენს 1.6%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

მხოლოდ ტურისტების წილმა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებში 27.5% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები