“მიხეილ ყაველაშვილი სულით და ხორცით ქართველია და ის საქართველოს მოქალაქეების და ქართული ოჯახების გულისტკივილს და გასაჭირს” – ბექა ოდიშარია
“საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სულით და ხორცით ქართველია და ის საქართველოს მოქალაქეების და ქართული ოჯახების გულისტკივილს და გასაჭირს. მჯერა, კომპეტენციის და ადამიანობის ფარგლებში, მუდამ შეეხიდება და შეუმსუბუქებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებას ეხმაურება.
“კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს ნათლისღებას და განსაკუთრებით იმ ოჯახებს ვისაც მოულოდნელი სიხარული ეწვია დღევანდელ დღეს”, – წერს ოდიშარია.