ვახტანგ ჭარაია: როცა უმნიშვნელო, ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების ყურადღებას იქცევს, გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება განხილვა სავალუტო ფონდის შეფასებას?
“მაშინ, როდესაც უმნიშვნელო, ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება განხილვა სავალუტო ფონდის მიერ დადებულ შეფასებას?” – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად ეხმაურება.
,,დასრულდა სავალუტო ფონდის მორიგი მისია საქართველოში და გამოქვეყნდა შესაბამისი დასკვნებიც. ვისთვის გასაკვირად, ვისთვის კი მოსალოდნელად მისიის შეფასებები საკმაოდ პოზიტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის 2019 წელს დაფიქსირებულ შედეგებს: საგარეო ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების და სხვა უამრავი მიმართულებებით. არის საინტერესო რეკომენდაციებიც. მაშინ, როდესაც უმნიშვნელო, ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს და არაფრისმომცემ საქვეყნო დებატებში იზრდება, გაუგებარია თუ რატომ არ მოჰყვება დეტალური განხილვა სავალუტო ფონდის დონის ორგანიზაციის მიერ დადებულ შეფასებას. არამგონია იმდენად უმნიშვნელო საკითხი იყოს, რომ ამად არ ღირდეს”,- აცხადებს ვახტანგ ჭარაია.