მამუკა მდინარაძე: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩავარდნა არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ქვეყანას აზიანებს

“ნაცმოძრაობამ”, რომელსაც შეეძლო, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტისთვის, თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ჩააგდო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩავარდნას.

მდინარაძის თქმით, დოკუმენტის ჩავარდნა არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ქვეყანას აზიანებს.

“ეს ცვლილება ჩავარდა, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არის ვინმე დაკავებული. სწორედ, ამის გამო, “ნაცმოძრაობამ”, რომელსაც შეეძლო, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით. საბედნიეროდ, ეს ქვეყანას ვერაფერს დააკლებს. ამით ვერ გაიხარებს “ნაციონალური მოძრაობა” და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ შეფასდება საქართველოს მოსახლეობის მიერ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები, თუნდაც მიმდინარე ერთ-ერთი დოკუმენტი და მისი ჩავარდნა აზიანებს არა “ქართულ ოცნებას”, არამედ აზიანებს ქვეყანას. ისინი იბრძვიან ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ დააზიანონ “ქართული ოცნება”. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ღალატი. სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები