დავით სონღულაშვილი: ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის “გაშავებისთვის” და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია

ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის “გაშავებისთვის” და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია,- ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას – დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის” და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

„ევროპარლამენტარები მზად არიან ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები