LUKOIL-ი აზერბაიჯანში 2 პროექტის განხორციელებას გეგმავს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში რუსული ნავთობკომპანია LUKOIL აზერბაიჯანთან ახალი პროექტების განხორციელებაზე მოლაპარაკებების დასრულებას გეგმავს,- ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ვაგიტ ალექსეროვმა განაცხადა.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ორი პროექტით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, რადგან შეთანხმებები არ გაფორმებულა”,- განუცხადა ალექსეროვმა კომერსანტს.

იმის გათვალისწინებით, რომ LUKOIL-მ განახორციელა თავისი პირველი უცხოური პროექტები ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, კომპანია კარგად იცნობს ამ ტერიტორიებს.

“ალბათ, ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც ჩავერთეთ გეოლოგიაში და ვმონაწილეობთ კასპიის ზღვის აუზში ნახშირწყალბადების მარაგების ფორმირების პროცესში. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივიღეთ. დეტალური შესწავლის სემდეგ გადავწყვიტეთ კონცენტრირება გაგვეკეთებინა ყველაზე ეფექტურ სფეროებში”,-თქვა ვაგიტ ალექსეროვმა.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები