აშშ-ის სენატი დღეს, ირანთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს – პრეზიდენტი სენატორებს აფრთხილებს

აშშ-ის კონგრესის სენატი, დღეს, დონალდ ტრამპისთვის ირანთან დაკავშირებით უფლებამოსილებების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

Politico წერს, რომ კანონმდებლებს, ამისთვის რესპუბლიკელების საჭირო ხმებიც გააჩნიათ.

მანამდე, ანალოგიური რეზოლუცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, თუმცა დოკუმენტს ჯერ კანონის ძალა არ აქვს. იანვარში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ რესპუბლიკური პარტიის რიგებში ჰყავთ მომხრეები.

რეზოლუციის ტექსტი ავალდებულებს ტრამპს „შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ მიმართული ყველა მტრული ქმედება 30 დღის ვადაში“.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ თავად ტრამპმა დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს. მან რეზოლუცია უკვე გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის დემოკრატების მცდელობა რესპუბლიკელებს ხელი შეუშალონ. მისი თქმით, „ამჟამად სისუსტის გამოვლენა არ ივარგებს“.

ტრამპი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება „ძალიან ცუდი სიგნალი იქნება“, რომელიც თეირანს დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენატმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროს. ირანთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგად გვაქვს და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის“,-დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

ირანთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის აუცილებლობა წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ დაინახეს, რომ 3 იანვარს ბაღდადში, ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. საპასუხოდ ირანმა, ბაღდადში აშშ-ის ობიექტების მისამართით ათობით რაკეტა გაუშვა.

ამერიკელი სამხედროების ქმედება, დემოკრატიული პარტიის წევრებმა დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები