ირმა ინაშვილი: არ არის რესურსი ამოწურული, უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები

უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები, უნდა გადატყდეს ხელისუფლება, უნდა გაიზიაროს ეს წინადადება აუცილებლად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, დიალოგის ფორმატი უნდა გაგრძელდეს და რესურსი ამოწურული არაა.

„დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გადატყდება უმრავლესობა და გაიზიარებს ჩვენს წინადადებებს, დანარჩენს უახლოესი დღეები გვაჩვენებს. მე არავის არაფერს ვუთანხმებ, ყველა იქცევა ისე, როგორც მიიჩნევს საჭიროდ. ჩვენ მთავარი ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, ამისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი და არ არის რესურსი ამოწურული. უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები, უნდა გადატყდეს ხელისუფლება, უნდა გაიზიაროს ეს წინადადება აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, მოხდება ეს გარდატეხა, პოზიციები შერბილდება და კონსენსუსამდე მისვლაც“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები