„სოკარ ჯორჯია გაზი” საქართველოში 150 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ქსელს ყიდულობს
„სოკარ ჯორჯია გაზი” დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე მილსადენებს შეიძენს.
უძრავი ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „სოკარ ჯორჯია გაზი” 6,154,370 ლარს გადაიხდის.
მთავრობის განკარგულებით, “სოკარ ჯორჯია გაზმა” საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.