გიგი უგულავას დაკავებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური გამოეხმაურა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხს ყურადღებით სწავლობს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის, პეტერ სტანოს სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბრიუსელი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას. აღნიშნული განაჩენის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ასე ძალიან საჭიროა.

სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა არის ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულება.

ევროკავშირი ასევე განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები