შსს-მ თელავში მასწავლებლის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის მხრიდან, მოსწავლის შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, თელავის პოლიციის სამმართველოს განცხადებით მოსწავლის მამამ მიმართა.

მომხდარს რამდენიმე კვირაა სკოლის დისციპლინური კომიტეტიც სწავლობს, რომელსაც საქმის წარმოების სამკვირიანი ვადა ამოეწურა და ვადა 10 დღით გაზარდა.

კომიტეტის თავმჯდომარე, ლია ღამბაშიძე განმარტავს, რომ ბრალდებულმა მასწავლებლმა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი მოითხოვა, რაც მანდატურის სამსახურმა არ დააკმაყოფილა, რის გამოც დროის გონივრულ ვადაში გადაწევა გახდა საჭირო.
“შუამდგომლობა დააყენა ნ.გ.-ს ადვოკატმა, რომ ნახონ არსებული ვიდეოჩანაწერები, რადგან მასწავლებელს ამის უფლება მანდატურის სამსახურმა არ მისცა. როგორც კი მოგვეცემა საშუალება მივიღოთ დადებითი ან უარყოფითი პასუხი, დისციპლინური კომიტეტის სხდომაც ჩატარდება”, – აღნიშნა ლია ღამბაშიძემ.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები