ზაალ უდუმაშვილი: მოქმედების სხვა მეთოდებზე გადავდივართ, მათ შორის, იქნება ქუჩის აქციები, პროტესტი, პიკეტირება

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას გამართავენ. ისინი პარტიის ოფისთან ამ წუთებში იკრიბებიან.

შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

“რესურსი ამოწურულია, მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში. არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ როცა შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ გამოვდივართ ხელბორკილებს გვადებენ. ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელისუფლებასთან რაიმე სახის მოლაპარაკება საარჩევნო სისტემაზე გაგრძელდეს. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ მოქმედების სხვა მეთოდებზე გადავდივართ. მათ შორის, იქნება ქუჩის აქციები, პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლა იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები