კასპში სოფელ ჩანგილარის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.

გზის მშენებლობას შპს “საგზაო 7“ აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, ეზოში შესასვლელების გზის მიერთებების და საგზაო ნიშნების დაყენება იგეგმება.

“სამუშაოების ღირებულება 829,939 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 2 წელია. სოფელ ჩანგილარის საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა. გზის მონაკვეთს ათეული წელი არ ჩატარებია რეაბილიტაცია, ამიტომ გადაადგილება უჭირდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს სოფლის 700 მოსახლე”,- განაცხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები