ცაგერში “სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები დაიწყო.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგო გონაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში-ტვიშსა და ალპანაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ის საჭიროებები და პრიორიტეტები განიხილა, რომელიც მათ აწუხებთ.

სოფელ ტვიშის თემის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გადაწყვეტილებით, შეირჩა გარე განათების გაგრძელების,სოფელ ლახეფას შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის ,სოფელ ორხვის გარე განათების მოწყობის,გაბიძაშვილებისა და კენჭაძეების უბნისთვის წყალსადენის მილების შესყიდვის, სოფელ ქორენიშის გარე განათების გაგრძელების განსახორციელებელი პროექტები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის მოსახლეობამ კი, ხმათა უმრავლესობით, შემდეგი პროექტები შეარჩია- შიდა სასოფლო გზის ბეტონიზირება სოფელ აჭარაში,სველი წერტილების მოწყობა ალპანის ცენტრში, ამბულატორიის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების გაგრძელება, გარე განათების სამუშაოების გაგრძელება სოფელ ზოგიშში და სოფელ ცაგერაში არსებული წყალსადენის ქსელების სამუშაოების ჩატარება. ასევე, სოფელში მდებარე წისქვილის სარემონტო სამუშაოების წარმოება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება და იგი ყველა თემსა და სოფელს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები