დიმიტრი ხუნდაძე: ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და ჩვენს მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეუთო/ოდირის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შეაფასა. მისი თქმით, ამ დასკვნით ოპოზიციას მოუწევს დაიჯეროს ის, რისი დაჯერებაც აქამდე არ სურდათ.
„საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. ოპოზიციას სურს მოიპოვოს ყველას თანხმობა, გარდა საკუთარი საზოგადოებისა და პარლამენტის უმრავლესობისა, რომელმაც, მათი აზრით, ქვეყნის არასტაბილურობას უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ძალიან სურთ პარლამენტის სავარძლების იოლი გზით მოპოვება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს. ამ დასკვნით მიიღეს ის, რასაც არ იჯერებდნენ ჩვენგან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ამას წყვეტს საზოგადოების ლეგიტიმაციით აღჭურვილი პარლამენტის უმრავლესობა და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაზეც საერთო, სავალდებულო შეთანხმება უნდა შედგეს. ეს წერილი, როგორც არ უნდა წაიკითხო და როგორც არ უნდა შეატრიალო სათქმელი უკვე ნათქვამია. ოპოზიცია თუ თავს კიდევ ერთხელ არ ჩაიგდებს უხერხულობაში, მიატოვებს ქუჩის აურზაურს და მოემზადება არჩევნებისთვის, მისთვის და ქვეყნის იმიჯისთვისაც უკეთესი იქნება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები