თელავის სასამართლოში პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართოლში, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების, არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დაცვის მხარემ პროცესზე ორი მტკიცებულების უდაოდ ცნობა მოითხოვა.

ბრალდებულების უფლებადამცველმა ელენე ქიშმარიამ განმარტა, რომ რუსლან ხანგოშვილის საქმეში,ნერწყვის ნიმუშის აღებისა და ხელის კვალის ნიმუშის აღების ოქმს უდაოს ხდიდა,რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ არ გამორიცხა, რომ კიდევ რამდენიმე მტკიცებულებას გახდის უდაოს,რის გამოც,მიმდინარე პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა. მომდევნო სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

შეგახსენებთ,რომ გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა და ორმხრივი სროლის დროს 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები