კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი დაღუპულთა რაოდენობას ორჯერ აღემატება

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსს 565 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით 28018 ადამიანია დაავადებული, საავადმყოფოებიდან 1153 პაციენტია გაწერილი.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

მძიმე მდგომარეობაში 3859 ადამიანი იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის სამკურნალო მოქმედი პრეპარატები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა დაავადებულთა უმრავლესობა განიკურნება, თუ ადექვატურ მკურნალობას მიიღებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაიკლ რაიანმა, განცხადა, რომ ეპიდემიის მსხვერპლი, ძირითათად, ხანში შესული ადამიანები არიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამდეც იყო შესუსტებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები