თურქეთში ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, 53 ადამიანი დაშავდა. მანამდე 26 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

პროვინციის გუბერნატორის, მეჰმეთ ემინ ბილმეზის თქმით, დაღუპულთა შორის, ჟანდარმერიის, სულ მცირე, რვა თანამშრომელია, დაცვის სამი წევრი, სამი მეხანძრე და 9 სამოქალაქო პირია.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე დამატებით სასწრაფო დახმარების კიდევ 15 მანქანაა გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები